აგვისტოდან საქართველოში ახალი მართვის მოწმობა ამოქმედდება
13:28 24.05.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 აპრილის №334 ბრძანებულებით დამტკიცდა სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის ახალი ფორმა, რომელიც ძალაში შედის 2012 წლის 1-ელი აგვისტოდან.
აღნიშნული ბრძანებულების ამოქმედებამდე გაცემულ „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნიმუშის (ლურჯი ფერის) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობებს იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ მათი მოქმედების ვადით, ხოლო ყველა სხვა ნიმუშის მართვის მოწმობებს - 2018 წლის 1-ელ იანვრამდე.
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობით გათვალისწინებულია შემდეგი კატეგორია და ქვეკატეგორია: A, B, C, D, BE, CE, DE, T, S, A1, B1, C1, D1, C1E, D1E.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|