ავღანეთის
ერთ-ერთ სკოლაზე
თალიბების თავდასხმის შედეგად 120-ზე მეტი სკოლის
მოსწავლე გოგონა და სამი მასწავლებელი მოიწამლა.
ქვეყანის სამართალდამცავები და სხვა ოფიციალური პირები მომხდარში კონსერვატიულ
რადიკალებს – თალიბებს ადანაშაულებენ.
პოლიციის განცხადებით,
თალიბები, რომლებიც ქალთა განათლების მოწინააღმდეგენი არიან, საკლასო ოთახებში შეცვივდნენ
და ჰაერში ტოქსიკური ფხვნილი გააბნიეს, რამაც სტუდენტები უგონო მდგომარეობაში
ჩააგდო.
ავღანეთის სადაზვერვო
სააგენტოს დირექტორის განცხადებით, თალიბებს სურთ სკოლების დახურვა 2014
წლისათვის, როდესაც ქვეყანას უცხოური ძალები დატოვებენ.
ეს გოგონებზე
თავდასხმის მეორე შემთხვევაა. პირველად თალიბები სკოლაში გაზაფხულზე შეიჭრნენ. მათი
მიზანი იყო მშობლებისათვის ეიძულებინათ შვილები სკოლებში არ გაეშვათ.
ავღანეთის განათლების
სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გასულ კვირას განცხადება გააკეთა,
სადაც ნათქვამია, რომ 550 სკოლა, რომელთაც თალიბების მხარდაჭერა ჰქონდათ, უკვე
დახურულია.
2001 წლიდან
მოყოლებული, მას შემდეგ, რაც თალიბები აღარ არიან ხელისუფლების სათავეში, 3
მილიონი გოგო დაუბრუნდა სკოლას. მათი მმართველობის პერიოდში მდედრობითი სქესის
წარმომადგენლებს აკრძალული ჰქონდათ განათლების მიღებაც და მუშაობაც.
Internet.ge