ქუთაისში, მშენებარე პარლამენტის წინ, სამხედრო აღლუმის გენერალური რეპეტიცია გაიმართა.
დამოუკიდებლობის
დღეს, აღლუმზე, საქართველოში დამზადებული ტექნიკაც გამოჩნდება, მათ შორის ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“, ჯავშანმანქანა „დიდგორი“, უპილოტო საფრენი აპარატი და ქართული
ზალპური ცეცხლის საარტილერიო დანადგარი.
ამ
წუთებში კი პარლამენტის წინ რეპეტიციას საქართველოს სიმფონიური ორკესტრი გადის.
შეგახსენებთ,
რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის
დღის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.
internet.ge