ყელ-ყურის ეროვნულ კლინიკაში, 5 წლის მია მაღრაძის გადაცვალების
შემდეგ, მისი მკურნალი ექიმი - დავით ვაჭარაძე არ გამოცხადებულა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს საავადმყოფოს მთავარმა ექმიმმა გრიშა თოფურიამ
განუცხადა, ექიმი თავს შეუძლოდ გრძნობს.
„ბატონი დავითი კლინიკაში არ გახლავთ, სახლშია, თავს ცუდად გრძნობს.
რაც შეხება ბავშვის გარდაცვალების მიზეზს, ამ თემას ჯანდაცვის კომისია სწავლობას.
ექიმს სამედიცინო ლიცენზია არ შეჩრებია“, - განაცხადა თოფურიამ.
5 წლის გოგონა ძლიერი სისხლდენით, 23 მაისს ღამეს, ყელ-ყურის ეროვნულ კლინიკაში გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ პაციენტს, 17 მაისს, კლინიკაში გლანდების ოპერაცია
გაუკეთდა. 18 მაისს მია მაღრაძე მკურნალმა ექიმმა დავით ვაჭარაძემ ბინაზე გაწერა.
internet.ge