GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ქართული ოცნება“ ტარიელ ივანიშვილზე თავდასხმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს
14:35 25.05.2012
დღის სიახლეები

„კოალიცია გმობს „ქართული ოცნების“ ასპინძის შტაბის ხელმძღვანელ, ტარიელ ივანიშვილზე თავდასხმის ფაქტს“.  აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილის პრესსანდივნომ, ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა.   

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტის სწრაფი და ობიექტური გამოძიებისკენ, ხოლო ე. წ. სამთავრობო არხების ჟურნალისტებს - თავი შეიკავონ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ამას კრძალავს როგორც კანონი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ასევე  ელექტრონული მედიის შესახებ ეთიკური სტანდარტები და  სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი. „ქართული ოცნება“ არასდროს  შეუშინდება მსგავსი ტიპის პროვოკაციებს და კვლავაც გააგრძელებს ბრძოლას ქვეყანაში ვითარების გამოსწორებისა და სამართლიანობის დამკვიდრებისათვის“, -  ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  ტარიელ ივანიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე სამართალდამცავებმა კოალიციასთან დაახლოებული მოქალაქე  გელა მურადაშვილი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების"  ასპინძის შტაბის ხელმძღვანელი ტარიელ ივანიშვილი,  გელა მურადაშვილს ჰპირდებოდა, რომ პოლიტიკური დავალებების შესრულებების სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდის შემდგომ, იგი გააწევრიანებდა და ოფიციალურ სამსახურს შესთავაზებდა პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" სამუშაოდ. სადაც მურადაშვილს ექნებოდა სოლიდური ანაზღაურება, თუმცა მოგვიანებით ივანიშვილმა პირობის შესრულებაზე უარი განაცხადა, რასაც დაკავებულის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.

პოლიციამ მურადაშვილი მიმდინარე წლის 22 მაისს დააკავა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბაჩო ახალაიას ბრალს 48 საათში წაუყენებენ1
ნარმანია: ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი უკან დაუბრუნდა2
რუსთავის მე-16 საპყრობილესთან აქცია გრძელდება3
ბიძინა ივანიშვილი: ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს4
სისხლის ანალიზი ფილტვების კიბოს ადრეულ სტადიაზე ავლენს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X