ტრაგიკულად
დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ქალიშვილი, მარტა კაჩინსაკაია, ევროპარლამენტში
სიტყვით გამოვიდა და ევროდეპუტატებს აუხსნა, თუ რატომ არ ენდობა ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის
დაღუპვის ოფიციალურ ვერსიას.
მარტა კაჩინსკის
გარდა, ევროპარლამენტში ამ საკითხზე სიტყვით გამოვიდნენ ექსპერტებიც, რომლებმაც სახელმწიფოთაშორისი
საავიაციო კომიტეტისა და კატასტროფის გამოძიების პოლონური კომისიის დასკვნებს
შორის შეუსაბამობაზე მიუთითეს და დაასკვნეს, რომ ფაქტები კიდევ ერთხელ მოითხოვს გადამოწმებას.
მარტა კაჩინსკაიამ კი კატასტროფის მიზეზების შესწავლის მიზნით საერთაშორისო
კომისიის შექმნა ითხოვა.
„მე იმედი მაქვს, რომ სიმართლე კატასტროფის მიზეზების შესახებ უფრო ფართოდ
გავრცელდება. საუბარია ახალი დასკვნების პოპულარიზაციაზე, ასევე, საერთაშორისო
კომისიის მოწვევაზე, რომელიც ობიექტურად შეისწავლის, თუ რა მოხდა“ - განაცხადა ლეხ
კაჩინსკის ქალიშვილმა.
ის მიიჩნევს,
რომ ოფიციალური ვერსია თითქოს
კატასტროფა მფრინავის
გამო მოხდა, რომელიც ცდილობდა თვითმფრინავი ნისლის პირობებში დაესვა, სიცრუეა.
მეცნიერებმა პოლონეთიდან და აშშ-დან, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ
ევროპარლამენტის მოსმენაში, მიუთითეს, რომ გამოძიებას არ აქვს რეალური სურათი
იმისა, თუ რა ხდებოდა ბორტზე ბოლო წუთებში, მათივე თქმით, ერთმანეთს ეწინააღმდეგება
პოლონური და რუსული საგამოძიებო კომისიების დასკვნებიც.
პოლონეთის
უაღლესი სასწავლებლების პროფესორებმა წამოაყენეს ინიციატივა, შეიქმნას კომპეტენტურ
ექსპერტთა კომისია, რომელსაც დაუშვებენ გამოძიების დოკუმენტებთან და რომელიც ამ
მასალის ანალიზს მოახდენს. მათი ეჭვები განაპირობა თვითმფრინავის კორპუსის
დეფორმირებულმა ნაწილებმა და ფიქრობენ, რომ ეს, შესაძლოა, ბორტზე მომხდარ
აფეთქებაზეც მიუთითებდეს.
ლეხ კაჩნსკის ძმა იაროსლავ კაჩინსკის ევროპარლამენტში გამართულ ღია მოსმენას
ვარშავადან ადევნებდა თვალს. მან არ გამორიცხა, რომ თვითმფრინავი თავდასხმის
შედეგად განადგურდა:
„თუ იქ იყო აფეთქება, როგორც დღეს ითქვა, ეს კატასტროფა, მაშინ, თავდასხმას უფრო
ჰგავს. და თუ ეს კატასტროფა თავდასხმას ჰგავს, მაშინ ეს ახალი ხარისხია
პოლიტიკაში“ - თქვა მან ევროპარლამენტთან ვიდეოხიდის დროს.
პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა 2010
წლის 10 აპრილს სმოლენსკთან განიცადა ტრაგედია. ბორტზე იმყოფებოდა 96 ადამიანი, -
ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი თანამდებობის პირების დიდი ურავლესობა. სახელმწიფოთაშორისო საავიაციო კომიტეტმა 2011
წლის 12 იანვარს გამოაქვეყნა ტექნიკური
გამოძიების შედეგებზე დაფუძნებული დასკვნა, რომლის თანახმადაც კატასტროფის მიზეზი
იყო ეკიპაჟის გადაწყვეტილება, არ გამოეყენებინათ სარეზერვო აეროდრომი, კატასტროფის
სისტემურ მიზეზად კი ფრენების უზრუნველყოფაში აღმოჩენილი ნაკლოვანებები და არასათანადოდ მომზადებული ეკიპაჟი
დასახელდა.
internet.ge