GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჯაბა სამუშია დახარჯული თანხების მიზნობრიობაზე კომისიის შექმნას ითხოვს
15:35 25.05.2012
დღის სიახლეები

სანიაღვრე ქსელებისა და გზების რეაბილიტაციაზე დახარჯული თანხების მიზნობრიობაზე საკრებულოს წევრი, "ქრისტიან-დემოკრატი" ჯაბა სამუშია სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს.

ჯაბა სამუშიამ დღევანდელ ბრიფინგზე, სანიაღვრე ქსელებისა და გზების რეაბილიტაციისთვის, პირველ კვარტალში დახარჯული თანხების არამიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებლად დოკუმენტები წარმოადგინა.

როგორც სამუშიამ აღნიშნა, მათ გადაამოწმეს გზების რეაბილიტაციისთვის თბილისის ბიუჯეტის პირველ კვარტალში გაწეული ხარჯები და აღმოაჩინეს დარღვევები.

კერძოდ, საკრებულოს წევრმა წარმოადგინა ფოტოები იმის დასადასტურებლად, რომ რამდენიმე ქუჩაზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა.

"ის მონაცემები, რაც შეტანიალია ამ დოკუმენტში გადასამოწმებელია. ამიტომ ‘’ქრისტიან -დემოკრატები" შემოვდივართ წინადადებით, რომ აღნიშნული დოკუმენტის განხილვისას მერიიდიან პასუხი გაგვცეს არა რომელიმე საქალაქო სამსახურის უფროსმა,  არამედ საკუთრივ ქალაქის მერმა ან მისმა მოადგილეებმა და აგვიხსნან  თუ რასთან გვაქვს საქმე და რა მიმართულებით წავიდა თანხები ”, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მისივე თქმით, ბიუჯეტში განსაზღვრული იყო მუხიანის აგარაკებთან კოლექტორის რეაბილიტაცია, თუმცა 12 მაისს, ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, მოსახლეობას პრობლემები შეექმნა.

ამასთან, სამუშიამ დასძინა, რომ წელს სანიაღვრე ქსელებისთვის სულ 300 ათასი ლარია დახარჯული მაშინ, როცა პირველ კვარტალში კონცერტებზე ხუთჯერ მეტი – მლნ 500 ათასი ლარია გამოყოფილი.

"ქრისტიან-დემოკრატების" წევრები კომისიის შექმნის საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დააყენებენ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსეთის სამხედრო პროკურატურა თავისი ვერტმფრენის არასანქცირებული დაშვების ფაქტზე მოკვლევას ატარებს1
მერიის შენობაში სოციალურად დაუცველი ადამიანები შეიჭრნენ2
მამაკაცი საკუთარ დასაფლავებას დაესწრო (VIDEO)3
პრეზიდენტის შეფასებით, რეიტინგების ათეულში მოხვედრა მთავრობის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგია (VIDEO)4
იშვიათი დაავადების დასაფარად ქალს მთელი სხეული ტატუირებული აქვს (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X