ბიძინა ივანიშვილი დღეს, სამების საპატრიარქო ტაძარში, 26 მაისს
"სახალხო კრების" აქციაზე დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს
დაესწრება. ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა გუშინ, ტელეკომპანია „მაესტროში“
სტუმრობისას განაცხადა.
ივანიშვილმა ბურჯანაძის პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„აუცილებლად მივალ სამების ტაძარში, შემიძლია ყველა მონაწილე, ვინც 26
მაისის პროცესებში მონაწილეობდა დადებითად და გმირად მოვიხსენიო, თუმცა კიდევ
შემიძლია გავიმეორო, რომ პოლიტიკურ ლიდერს, ვინც ამ საქმეს უძღვებოდა გაცილებით
მეტი მოეთხოვებოდა, მხედველობაში ქალბატონი ნინო ბურჯანაძე მყავს",-
განაცხადა ივანიშვილმა.
Internet.ge