პარლამენტის სხდომათა დარბაზში პრეზიდენტს ელოდებიან
16:19 26.05.2012
|
დღის სიახლეები
|
პარლამენტის სხდომაზე ამ წუთებში შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზი დატოვა და სავარაუდოდ ის სხდომაზე პრეზიდენტთან ერთად დაბრუნდება.
დეპუტატები მათთვის განკუთვნილ ადგილებზე რჩებიან, მათ რეგისტრაცია უკვე გაიარეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ის ადამიანები, ვინც ამ სხდომაზე რეგისტრაცია პირველებმა გაიარეს ისტორიაში შევლენ.
იუსტიციის გენერლის ფორმაშია გამოწყობილი დეპუტატი პაატა დავითაია. სხდომას ესწრებიან დიპლომატები, ასევე სასულიერო პირები, მათ შორის ქუთაისის მიტროპოლიტი კალისტრატე.
სხდომაზე სრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი აღმასრულებელი მთავრობა.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატების ჩაცმულობაში, ისევე, როგორც სხდომის დარბაზში, წითელი ფერი სჭარბობს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|