GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ეროვნულ გამოცდებზე, გასულ წელთან შედარებით, ორჯერ მეტი სომეხი და აზერბაიჯანელი დარეგისტრირდა
13:18 29.03.2012
დღის სიახლეები

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, 2011 წელთან შედარებით, ორჯერ მეტი სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს, ახალ პროგრამაზე არჩევანი ათასობით აბიტურიენტმა გააკეთა, მაშინ, როდესაც პროექტის დასაწყისში მხოლოდ 3-4 მსურველი იყო. 

„ახალი პროექტით, 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპეციალური კვოტებით ისარგებლებენ - ისინი მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას მშობლიურ ენაზე (აზერბაიჯანულად და სომხურად) ჩააბარებენ და მოსამზადებელ ფაკულტეტებზე ჩაირიცხებიან. ერთი წლის განმავლობაში ეს სტუდენტები ინტენსიურად შეისწავლიან ქართულ ენას  და შემდეგ წელს სასურველ ფაკულტეტზე, უკვე უმაღლესი განათლების მისაღებად გააგრძელებენ სწავლას“,- აცხადებენ სამინისტროში.

ახალი პროგრამა საქართველოს პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული და მასში ჩართული არაქართულენოვანი აბიტურიენტების რაოდენობა   ყოველწლიურად იზრდება.

„პროექტის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაონებში ქართული ენის სახლები იხსნება, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები მთელი წლის განმავლობაში მოსახლეობასთან სისტემატიურ შეხვედრებს აწარმოებდნენ  და იმ პროექტებს აცნობდნენ, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათი სრულყოფილი განათლებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

სახელმწიფო ენის ცოდნა და ამ ენაზე უმაღლესი განათლების მიღება, ბევრად უმარტივებს არაქართულენოვან მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში წარმატებული კარიერის შექმნას. ამ ფაქტზე ისიც მეტყველებს, რომ ყოველდღიურად იზრდება მომავალი თაობის ინტერესი დაეუფლონ სახელმწიფო ენას და ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენაზე ჩააბარონ“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კუნგ-ფუს ილეთით მაშველმა მამა-შვილი თვითმკვლელობისგან იხსნა (VIDEO)1
10 წლის გოგონას მანქანა დედის თვალწინ დაეჯახა (VIDEO)2
კარალეთში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო3
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს4
გვენეტეძე: მაკა ასათიანი აღარ იყო საკონტროლო პაკეტის მფლობელი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X