კოალიცია „ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ
ხელისუფლება მათ წინააღმდეგ პროვოკაციას აწყობს.
კოალიციაში აცხადებენ, რომ დღეს თბილისის რამდენიმე უბანში უცნობმა პირებმა მოსახლეობას დაურიგეს ფული და „ქართული ოცნების“ მაისურები, სთხოვეს მხარდაჭერა გამოეხატათ კოალიციის მიმართ და დასწრებოდნენ სამანიფესტაციო აქციას.
„ისინი პარალელურად ახდენდნენ ამ პროცესის გადაღებას სახელისუფლებო მედიის მეშვეობით.
ვფიქროთ,
ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედებაა ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ემსახურება „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას.
მოვუწოდებთ
თბილისის მოსახლეობას უარი თქვან მსგავს გარიგებაზე და ამგვარი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ „ქართული ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფს, რომლებიც მხარდამჭერთა თავშეყრის ადგილებში იმოძრავებენ“,-
ნათქვამია კოალიცია „ქართული ოცნების“
მიერ გავრეცელებულ განცხადებაში.
internet.ge