საქართველოს პრეზინდეტის მიერ გათავისუფლებულ 66 მსჯავრდებულს შორის, „ელიტ-ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძეც მოხვდა.
ქოქოლაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინვე დატოვა. მისი
განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.
ქოქოლაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ის პატრიარქის თხოვნით
გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. “ელიტ-ელექტრინიქსის”
ყოფილი დამფუძნებელი სამართალდამცავებმა
2010 წლის 3 აგვისტოს დააპატიმრეს.
2011 წლის აპრილის განაჩენით ქოქოლაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი თაღლითობაში და 7 წლითა
და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოგვიანებით მას ახალი ბრალი წაუყენეს,
რომელიც თაღლითობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ე.წ. ფულის გათეთრებას
გულისხმობს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან
დღესასწაულებზე, პატიმრებს ტრადიციულად იწყალებს.
internet.ge