საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ორი წლის აკაკი
გაბისონია, რამდენიმე წუთის წინ, რეანომობილით, იაშვილის სახელობის
კლინიკაში მიიყვანეს.
როგორც, „ინტერნეტ.ჯი“-ს
საავადმყოფოს
საზოგადოებასთან
ურთიერთობის
სამსახურში
განუცხადეს, ამ
წუთებში ბავშვს ტომოგრაფიული გამოკვლევა უტარდება, რომლის შემდეგაც გახდება
ცნობილი არის თუ არა საჭირო ქირურგიული ჩარევა.
შეგახსენებთ, რომ ორი წლის აკაკი გაბისონია, გურჯაანში, საცხოვრებელი
სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა.
internet.ge