თავისუფლების მოედანზე შეკრებილ დევნილებს, ბიძინა ივანიშვილთან ერთი
მნიშვნელოვანი კითხვა აქვთ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის
წევრებმა განუცხადეს, კოალიციის მიერ დარიგებულ ბუკლეტებზე მათ მხოლოდ ერთი
სურვილი ჩაწერეს და ეს სურვილი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ეხება.
დევნილებს აინტერესებსთ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ოკუპირებულ
რეგიონებთან დაკავშირებით.
„ჩვენ მოვედით იმ იმედით, რომ ბატონი ბიძინასგან აფხაზეთისა და
სამაჩაბლოს დაბრუნების შესახებ კონკრეტულ მესიჯებს მოვისმენთ“ - განაცხადეს
დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა.
internet.ge