ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების მოედანზე, საგანგებოდ გამზადებული სცენიდან მომიტინგეებს მიმართავს.
კოალიცია “ქართული
ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკაში ბრძოლა მისი სურვილი
კი არა -მოვალეობაა.
მისი თქმით, ყველაფერი ისე ვითარდება,
როგორც გეგმავდა. პროცესი კი შეუქცევად სახეს მიიღებს.
„ჩვენი სიმრავლე ადასტურებს, რომ ჩვენი წინაპრები ფუჭად არ იბრძოდნენ. ჩემი
ოცნება ყოველთვის იყო ძლიერი ქართული სახელმწიფო, სადაც პატივს სცემენ ადამიანის
ღირსებას და ყველა საკუთარი ნიჭით და შრომით აღწევს წარმატებას.
გავიხსენოთ საქართველოსათვის დაღუპული გმირები,
9 აპრილს დაღუპულები, 26 მაისს დაღუპულები. მოდით წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ
მათ ხსოვნას“ - განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge