კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთდღიანი აქცია დაახლოებით 1 საათის წინ
დასრულდა. ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აღდგენილია და იქ
სატრანსპორტო საშუალებები თავისუფლად გადაადგილდებიან.
თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან მერიის დასუფთავების სამსახურის
თანამშრომლები და მიმდინარეობს მოედნის გასუფთავება. ასევე, საკრებულოს შენობასთან
დამონტაჟებული სცენის დემონტაჟი.
მოძრაობა ასევე აღდგენილია ლესელიძისა და დადიანის ქუჩაზე და
სატრანპსორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ასევე შესაძლებელია რუსთაველის
გამზირიდან თავისუფლების მოედნისა და მთაწმინდის მიმართულებით.
internet.ge