პარლამენტის ახალ შენობაში 1-ელი მაისიდან პლენარული სხდომების
ჩატარებას, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა უკვე მოჰყვა.
როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა
განუცხადა, რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევაა.
"მარაზმს აქვს დასაწყისი და დასასრულიც ასეთი უნდა. როგორც ჩანს,
ხათუნა გოგორიშვილისთვის პარლამენტის რეგლამენტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე
ქვეყნის კონსტიტუცია.
"მე რამდენიმე დღის წინ ვიყავი ქუთაისში და მოვინახულე პარლამენტის
მშენებარე შენობა, ვერ წარმომიდგენია პლენარული სხდომები სად უნდა ჩატარდეს,
სახურავზე? ამ შემთხვევაში ხათუნა გოგორიშვილს, თავის კოლეგებთან ერთად, სახურავზე
ჯდომა მოუწევს" – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
Internet.ge