პაკისტანში დისტანციური
ბომბის აფეთქებას ერთი პოლიციელისა და სამი გამვლელის სიცოცხლე შეწირა. ასევე დაჭრილია
ექვსი ადამიანი.
ბომბი ირანის
საზღვართან, ნავთობითა და გაზით მდიდარ ბალუჩისტანის პროვინციაში აფეთქდა.
მსხვერპლთა შესახებ
ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს.
პასუხისმგებლობას ალ-ქაიდასთან
დაკავშირებული ჯგუფი Lashkar-e-Jhangvi–ი
იღებს.
ბალუჩისტანში აფეთქებებს
2004 წლის შენდეგ ასობით მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა. ვინაიდან, ამ
ტერიტორიაზე გაიზარდა პოლიტიკური ავტონომია. ამასთანავე, ამ რეგიონში განვითარდა
ბუნებრივი რესურსების მოპოვება, რამაც ხელი შეუწყო მის ეკონომიკურ განვითარებას.
ყოველივე ეს კი ბევრი პოლიტიკური ძალებისთვის და დაჯგუფებისათვის მიუღებელი
აღმოჩნდა.
Internet.ge