GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ივანიშვილის პრესკონფერენციაზე ინციდენტი მოხდა
12:38 28.05.2012
დღის სიახლეები

დღეს, ბიძინა ივანიშვილის ტრადიციული პრესკონფერენცია ინციდენტების ფონზე მიმდინარეობდა.

ჟურნალისტები, რომლებმაც პრესკონფერენციაზე რამდენიმე წუთით დაიგვიანეს, დაცვამ აღარ შეუშვა. მათ შესვლა მხოლოდ მოგვიანებით, მაია ფანჯიკიძის გამოსვლის დროს მოახერხეს. 

ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მან არ იცოდა ჟურნალისტებსა და დაცვის წევრებს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ და მომავალში დაცვას გააფრთხილებს, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.

პრესკონფერენციაზე ასევე შელაპარაკება მოხდა ივანიშვილსა და „რეალ TV“- ის  ჟურნალისტს შორის.

ივანიშვილის განცხადებით, ის თორნიკე კოშკაძის შეკითხვებს არ უპასუხებს, სანამ ჟურნალისტი ბოდიშს არ მოუხდის.

„რეალ TV- სთან ურთიერობას არ შევწყვეტ, თუმცა ამის საფუძველი არსებობს.  სანამ ეს ჟურნალისტი ბოდიშს არ მოიხდის, კონკრეტულად მის შეკითხვებს არ ვუპასუხებ“, -  განაცხადა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნების" ლიდერმა ასევე უპასუხოდ დატოვა ახალი ამბების სააგენტო „ივერონის“ შეკითხვა, იმ მიზეზით, რომ ივერონის ჟურნალისტი "რეალ TV" - ის თანამშრომლის, თორნიკე კოშკაძის მეუღლე გახლავთ.

internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვანო მერაბიშვილმა ვახტანგ ბალავაძეს სპეციალური გეგმის წარდგენისთვის რამდენიმე დღე მისცა1
თალიბებმა ნატოს 22 სატვირთო მანქანა გაანადგურეს (VIDEO)2
ცესკომ ახალი შედეგები გამოაქვეყნა3
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო4
უშბის მწვერვალზე სამაშველო ოპერაცია დღეს დილიდან განახლდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X