დაახლოებით ას ადამიანს,
მახაჩკალის ცენტრალური გზა
ბლოკირებული აქვს. ისინი სოფელ კრასნოარმეირსკიდან გატაცებული გაჯი მუსტაფაევის
ნათესავები არიან და სამართალდამცველებისგან დაკარგული ნათესავის
პოვნას მოითხოვენ.
„პოლიციის თანამშრომლები დაგვპირდნენ, რომ
ჩვენი თანასოფლელის ადგილსამყოფელს დაადგენდნენ, მაგრამ დაპირება არ
შესრულებულა“ - განუცხადეს „კავკაზსკი
უზელს“ აქციის მონაწილეებმა.
მიტინგის მონაწილეებს პოლიცია დაშლას
სთხოვს.
გაჯი მუსტაფაევო 25 მაისს, დღისით გაიტაცეს. მუსტაფაევოს
მამის თქმით, შეიარაღებულმა ნიღბიანებმა ის თავისი
მანქანიდან გადმოსვეს, სცემეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
internet.ge