დღეს, საკანონმდებლო
ორგანოს ახალი ვებ-გვერდის
პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც პარლამენტის
თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, პარლამენტის გამჭვირვალობა მხოლოდ ლამაზ
და გამჭვირვალე შენობებს არ გულისხმობს.
მისი თქმით, მმართველი
გუნდის ამოცანა სრულიად ახალი კონცეფციის შექმნაა, რომელიც მოქალაქეებს
დეპუტატებთან ურთიერთობას სრულიად გაუადვილეს.
„ახალი ვებგვერდის
საშუალებით ნებისმიერი ადამიანისთვის სასურველ დეპუტატთან დაკავშირება და მისთვის
პრობლემის გაცნობა გამარტივდება.
დღეს მოქმედი სისტემით, ადამიანებს პარლამენტში მოსვლა და მისაღებში დაცდა
სჭირდებათ. პარლამენტი გამჭვირვალე უნდა იყოს და ხალხის პრობლემებზე რეაგირებდეს, ამ
ვებგვერდის ამოცანაც ეს არის“, – დასძინა მან.
პარლამენტის ახალი ვებ-გვერდი
ერთი თვის განმავლობაში ძველთან ერთად იფუნქციონირებს და მასზე გადასვლა მოქმედ
ვებ-გვერდზე
მითითებული ბმულიდან იქნება შესაძლებელი.
Internet.ge