საუდის არაბეთის ავტორიტეტულმა სასულიერო
მოღვაწემ,
ალი ალ-რაბიეიმ,
სირიის პრეზიდენტის,
ბაშარ ასადის მოკვლისთვის 450 ათასი დოლარი დააწესა.
როგორც თავად იმამმა განაცხადა, მან ეს
გადაწყვეტილება სირიის ქალაქ ხულაში მოწყობილი სასაკლაოს შესახებ ინფორმაციის
გავრცელების შემდეგ მიიღო.
„ჩვენ ვთავაზობთ ჯილდოს - 450 ათას დოლარს
იმ ადამიანს (ან მათ), ვინც ბაშარ ასადის ლიკვიდაციას მოახდენს, მკვლელისას,
რომლის დანაშაულებებმა ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ, მთელი მსოფლიო შოკში
ჩააგდო“ - განაცხადა რაბიეიმ.
საუდის არაბეთის სამეფო კარსა და სირიის
ხელისუფლებას ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
როგორც ცნობილია, ქალაქი ხულა 25 მაისს,
საარტილერიო შეტევის ობიექტი გახდა, რის შემდეგაც მოსახლეობას თავს დაესხნენ ცივი
და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბანდები. შედეგად, მოკლულია 116 ადამიანი,
მათ შორის ქალები და 32 ბავშვი.
ქალაქის მცხოვრებლებმა პასუხისმგებლობა
ალავიტურ რაზმებს „შაბიხებს“ დააკისრეს, რომლებიც სირიის ხელისუფლების მხარეს
იბრძვიან. თავად
სირიის ხელისუფლება კი მომხდარში „ალ-ქაედას“ ბოევიკებს ადანაშაულებს.
სირიაში შეიარაღებული ამბოხების დაწყების შემდეგ უკვე 13
ათასი ადამიანია მოკლული.
internet.ge