ჯადაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა თანამშრომლებს ჯანდაცვის ომბუცმენი
წარუდგინა. როგორც რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, აღნიშნულ თანამდებობას
სოფიო ლებანიძე დაიკავებს.
ჯანდაცვის სამინისტომ მედიაციის სამსახურის შექმნა რამოდენიმე თვის
წინ გადაწყვიტა.
მინისტრის განცხადებით, მედიაციის სამსახური ჯანდაცვის სფეროში
არსებულ პრობლემებზე იმუშავებს.
„ეს სამსახური შეიქმნა საზოგადოებისთვის. სამსახური მიაწვდის
ინფორმაციას ხალხს და განიხილავს ყველა შენიშვნას“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
თავის მხრივ, ლებანიძემ განმარტა, რომ ახალი სამსახური მოსახლეობასა
და სადაზღვეო კომპანიებს შორის მედიატორის როლს შეასრულებს.
„ყველა დაზღვეულმა უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობის უფლება“,-
განაცხადა მედიაციის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა.
internet.ge