კალმახელიძემ გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაათვალიერა
ქსანში, გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის
მშენებლობა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ მოინახულა.
მინისტრის განცხადებით, სასჯელაღსრულების
№15 დაწესებულებაში
ხანგრძლივი
პაემანი რამდენიმე კვირაში ამოქმედდება.
„ხანგრძლივი პაემნის მეშვეობით სამინისტრო
ხელს
უწყობს ოჯახის წევრებთან მსჯავრდებულის უშუალო ურთიერთობას და შესაბამისად
- მსჯავრდებულის
რეაბილიტაციას“,-
განაცხადა კალმახელიძემ.
კანონის
თანახმად,
მსჯავრდებულს
უფლება აქვს 24 საათის განმავლობაში ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნით ახლო ნათესავებთან წელიწადში 2-ჯერ, ხოლო კანონში შესული ახალი ცვლილების თანახმად, წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემნით.
არასრულწლოვან
მსჯავრდებულებს
კი შეუძლიათ ისარგებლონ წელიწადში 3 ხანგრძლივი პაემნით და წელიწადში
ერთხელ, დამატებით
2 ხანგრძლივი პაემნით წახალისების მიზნით.
სასჯელაღსრულების
სისტემაში
მიმდინარე
მშენებლობებზე
ამ ეტაპზე ასობით მოქალაქეა დასაქმებული.
internet.ge