GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე მძლეოსნური გარბენი გაიმართება
17:23 29.05.2012
დღის სიახლეები

გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, პროექტის „იყავი ჯანმრთელი ჯანსაღ გარემოში“ ფარგლებში გაიმართება მძლეოსნური გარბენი ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მოქალაქეებს შემდეგი კატეგორიების მიხედვით შეეძლებათ: 35 წელს ზემოთ, 35 წელს ქვემოთ (მათ შორის სტუდენტები), სკოლის მოსწავლეები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

შეჯიბრის დასრულების შემდეგ, კატეგორიების მიხედვით  გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომელთაც მედლები და სპეციალური პრიზები (2 ტური საქართველოს ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებში, მობილური ტელეფონები, ოქროს ნომრები, სპორტული ტანსაცმელი) გადაეცემათ.

ღონისძიება გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულისა და საქართველოს მთავრობის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში იგეგმება.

ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჩართულია საქართველოს პროკურატურა, გარემოს დაცვის სამინისტრო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თბილისის მერია.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდას, ტრანსპორტით სარგებლობის შემცირების პოპულარიზაციასა და ამ მხრივ ჰაერის დაბინძურების შემცირებას.

მონაწილეთა შეკრება 3 ივნისს, 10:00–ზე ვაკის პარკთან მოხდება. გარბენი სტარტს 10:30–ზე აიღებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იშვიათი ინფექციითაა დაავადებული1
კახი კალაძე: ვეცდებით „თელასიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლები უკან დაბრუნდნენ2
სუბარი ყველას მოუწოდებს, ნუ ეცდებიან პატიმრების პროვოცირებას3
დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდება4
ბიძინა ივანიშვილი: საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკა არაკოსნსტრუქციული იყო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X