გვიან ღამით, ჭუბერი-მესტიის გზაზე
მომხდარი ავტოავარიის შემდეგ,
მდინარე ნენსკრასა და არაგვში სამი ადამიანის ცხედარს ჯერ კიდევ ვერ მიაკვლიეს.
ჩხვიმიანების ოჯახი სალოცავიდან ბრუნდებოდა, როცა ავტომანქანა ‘’ნივა"
მწყობრიდან გამოვიდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.
ავტომანქანის ხუთი მგზავრიდან ორი გადარჩა, ერთ-ერთი, შვილის, 13 წლის
მოზარდის, ბაჩანა ჩხვიმიანის მდინარიდან ამოყვანას ცდილობდა, თუმცა მოზარდი დინებამ
გაიტაცა. დინებას თავი ვერ დააღწია 13
წლის ბაჩანას ბიძამ და მათთან ერთად მყოფმა დავით ცინდელიანმაც.
ამ დროისთვის მაშველებმა
მუშაობა შეწყვიტეს, ძებნა ხვალ დილიდან გაგრძელდება.
internet.ge