პოლიციის აკადემიის რექტორის ვაკანტურ
თანამდებობას ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დავით აფრასიძე დაიკავებს.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დაუდასტურა.
უტიაშვილის განცხადებით, აფრასიძე ახალ
თანამდებობაზე მუშაობას მიმდინარე კვირის ბოლომდე შეუდგება.
ცნოვისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინიტრმა დიმიტრი
შაშკინმა აკადემიის ყოფილი რექტორი დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნა.
internet.ge