პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის, მაკა გიგაურის მტკიცებით, ქუთაისის ახალ პარლამენტს
ორი მედია-ცენტრი ექნება.
როგორც ჟურნალისტებს
გიგაურმა განუცხადა, ახალ პარლამენტში ორივე მედია-ცენტრი იმ
ადგილას განთავსდება, სადაც ბიუროს ოთახი, სასესიო და საკომიტეტო დარბაზები, ასევე, დეპუტატების კაბინეტები იქნება განლაგებული.
„ერთი ცენტრი უშუალოდ სასესიო დარბაზთან, მეორე კი ბიუროს ოთახთან იქნება. ძირითად მედია-ცენტრში იგივე კონცეფცია იქნება, რომელიც დღეს, მოქმედ პარლამენტშია. ამ ცენტრში, ჟურნალისტები საკომიტეტო, სასესიო და სხვა დარბაზებიდან პირდაპირ სიგნალსა და გამოსახულებას მიიღებენ. სასესიო და ბიუროს დარბაზები სხვადასხვა სართულებზე იქნება განთავსებული და იმის გამო, რომ ჟურნალისტებს მუშაობის პროცესში რაიმე დისკომფორტი არ შეექმნათ, მეორე მედია-ცენტრი უშუალოდ ბიუროს ოთახთან მოეწყობა“, - დასძინა გიგაურმა.
Internet.ge