საქართველოსა და ლატვიის მეგობრობის ნიშნად, დღეს
რიგის ერთ-ერთ
ყველაზე ძველ უბანში, რომელიც იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შედის, შოთა
რუსთაველის ბარელიეფი გაიხსნა.
საზეიმო ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი, ლატვიის კულტურის მინისტრი და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
შოთა რუსთაველის ბარელიეფი ლატვიის დედაქალაქს თბილისის მერმა აჩუქა.
Internet.ge