GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით ბაქრაძეს ბაჰჩე შეჰირის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა
18:19 30.05.2012
დღის სიახლეები

ქართულმა მხარემ სტამბულის ბაჰჩე შეჰირის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი  გააფორმა, რომლის მიხედვით, სასწავლებელში ქართველი სტუდენტები შეღავათებით ისარგებლებენ.   

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე სტამბულის ბაჰჩე შეჰირის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა და მას აღნიშნული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა. 

ამას გარდა, უნივერსიტეტში კავკასიის სწავლის პროექტმაც დაიწყო ფუნქციონირება და მალე აქ საქართველოს კაბინეტიც ამოქმედდება, რომელიც კათედრად გადაკეთდება.

„ეს არის ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული და ძლიერი აკადემიური ცენტრი,  რომელიც  თურქეთის საუკეთესო უნივერსიტეტების სამეულში შედის.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ხელს ვაწერთ დოკუმენტს, რომლითაც ყველა ქართველ სტუნდენტს, რომელიც გადაწყვეტს ამ უნივერსიტეტში სწავლას -  ექნება 50% –იანი   შეღავათი. გარდა ამისა, ყოველწლიურად, 8 ქართველი სტუდენტი ისწავლის უფასოდ და მათ უნივერსიტეტის მხრიდან მთლიანდ აუნაზღაურდებათ როგორც სწავლის ღირებულება, ასევე ცხოვრების ხარჯები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სტუდენტებს ჰქონდეთ ასეთი მაღალი დონის უნივერსიტეტბში სწავლის საშუალება“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ენვერ იუჯელის ინფორმაციით, იქ  ჩასულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისწავლონ - იურიდიულ, სამედიცინო და ტექნიკურ ფაკულტეტებზე და უმაღლესი დონის განათლება მიიღონ.

ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყნები ახლოს არიან, როგორც გეოგრაფიულად, ისე კულტურულადაც. საქართველოსთან თანამშრომლობა ორმაგად სასიხარულოა. ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტი ქართველი სტუდენტი მივიღოთ და ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ სამომავლოდ“,- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ბაჰჩე შეჰირის უნივერსიტეტი თურქეთის უდიდეს უნივერსიტეტთა სამეულში შედის, მასში 70 კოლეჯია  გაერთიანებული და 150 ათასი სტუდენტი სწავლობს. უნივერისტეტს ფილიალები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება1
იტალიაში 23 წლის ქართველი დააკავეს2
გარემოს დაცვის სამინისტრო 500 ათასამდე ღირებულების პროექტს განახორციელებს3
მაია ფანჯიკიძე ყაზახეთის დროებით რწმუნებულს შეხვდა4
პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს განიხილავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X