სირიის ჩრდილოეთ ნაწილში
მდებარე დეირ ეზ-ზორის პროვინციაში 13 ადამიანის გვამი აღმოაჩინეს. უცნობია, როგორც
მსხვერპლთა, ისე მკვლელთა ვინაობაც. როგორც პოლიცია იტყობინება, ყველა გარდაცვლილს
ხელები ჰქონდა შეკრული.
ახალი მასობრივი ხოცვა
სირიაში ჰულას ტრაგედიის შემდეგ მოხდა. ამ უკანასკნელის დროს ქვეყანაში 100-ზე მეტი
მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. სირიის ხელისუფლება და ოპოზიცია მომხდარში ერთმანეთს
ადანაშაულებენ.
გუშინ გაეროს უსაფრთხოების
საბჭომ ამ საქმესთან დაკავშირებით დახურული კონსულტაციები გამართა.
როგორც გაეროში სირიის
წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩვენ შევქმენით ეროვნული საგამოძიებო კომისია, რომელსაც
პრეზიდენტმა სამი დღე მისცა. ჩვენ არ ვსაუბრობთ სამ თვეზე ან სამ წელიწადზე. მხოლოდ
სამი დღე. ისინი, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინეს, უნდა დაისაჯონ სირიის კანონმდებლობის
შესაბამისად.“
internet.ge