ბურჯალიანი: გირგვლიანის მკვლელობის მსგავსი - უბედური შემთხვევების პრევენციაზე მუშაობა მიმდინარეობს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თინათინ ბურჯალიანის განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს, რომ სანდრო გირგვლიანის მვლელობის მსგავსი “უბედური შემთხვევების” პრევენცია მოხდეს.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სამთავრობო საათზე ბურჯალიანმა განაცხადა, ამ კითხვის საპასუხოდ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და საქართველოს მთავრობას, კომპენსაციის სახით, ოჯახის სასარგებლოდ, 50 ათასი ევრო იმ ხარვეზებისთვის დაეკისრა, რასაც გამოძიებისას ადგილი ჰქონდა.
ბურჯალიანის ინფორმაციით, აღნიშნული გადარიცხვა სამ თვეში განხორციელდა.
“ახლა მუშაობა მიმდინარეობს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტლებების აღსრულებას ზედამხედველობს. სამოქმედო გეგმა, რომელიც მუშავდება, დაკავშირებულია მთელ რიგ საკანონდმებლო, თუ სხვა სახის ღონისძიებებთან, რომელთა მიზანია - “მსგავსი შემთხვევების პრევენცია და შეძლებისდაგვარად აღმოფხვრა ყველა იმ შედეგისა, რომელიც ამ უბედურ შემთხვევას მოჰყვა”, - დასძინა მან.
internet.ge