1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
თბილისის მერიის ორგანიზებით “მთაწმინდის პარკში” გაიმართება
შემეცნებით-გასართობი ღონისძიება თბილისში მცხოვრები ბავშვებისათვის. პროექტის
ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები.
ღონისძიების
მსველელობისას ბავშვებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ სხვადასხვა პოპულარულ
პროფესიას, მონაწილეობა მიიღონ მხიარულ კონკურსებში და შეჯიბრებებში, თავისი
ხელით შექმნან სახალისო ხელნაკეთობები. მათ გართობაზე იზრუნებენ კოსტიუმირებული
პერესონაჟები და მხიარული ანიმატორები. ამასთან ერთად ბავშვები თამაშის გზით
გაეცნობიან ბავშვთა უფლებებს. ღონისძიება მთაწმინდის პარკში, 12:00
საათზე გაიხსნება.
ამასთანავე, 1 ივნისს, თბილისის მერიის მხადაჭერით,
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში
გაიმართება ბასტი–ბუბუს საიუბლეო კონცერტი,
სადაც შესრულდება 20 ახალი საბავშვო სიმღერა და წარსდგება ბასტი–ბუსუს 20
საუკეთესო პროექტი. კონცერტი არაკომერციულია. დარბაზში იქნებიან მხოლოდ
მოწვეული სტუმრები.
internet.ge