ბავშვთა
დაცვის საერთაშორისო დღეს, ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების
- მინდობით
აღზრდის, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დღის ცენტრების შესახებ, საჯარო დისკუსია გაიმართება.
ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია “ევრიჩაილდის” და ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
1999 წლიდან მოყოლებული საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმა ხორციელდება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს დიდი ზომის, საბჭოური ინსტიტუციების, ე.წ. „ბავშვთა სახლების“, დახურვა. რეფორმის ფარგლებში, ბავშვთა სახლებში და სკოლა-ინტერნატებში მცხოვრები ბავშვების ნაწილი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა, ზოგი მიმღებ ოჯახებში ცხოვრობს, ზოგი კი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ნაწილდება.
ევროკავშირის
დაფინანსებით
‘ევრიჩაილდის’
მიერ განხორციელებული
პროექტის ფარგლებში ახლახანს ჩატარდა ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების საჭიროებათა კვლევა. ეს პირველი შეფასებაა, რომელიც ბავშვზე ზრუნვის სამივე სახის ალტერნატიულ მომსახურებას მოიცავს.
საჯარო
დისკუსიისას
განხილული
იქნება კვლევის შედეგები და მათ საფუძველზე პროექტის 11 პარტნიორი ორგანიზაციის მიერ ერთობლივად შემუშავებული რეკომენდაციები,
რომლებიც სისტემურ/სტრუქტურულ, ადმინისტრაციულ,
ჯანდაცვის,
განათლების,
დაფინანსებისა
და შესაძლებლობების
განვითარების
სფეროებს ეხება.
შეხვედრაზე
მოწვეულები
არიან ადგილობრივი ხელისუფლების, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე არასამთვრობო ორგანიზაციების,
შესაბამისი
სამთავრობო
უწყებების
წარმომადგენლები.
Internet.ge