უკრაინის მმართველ პარტიაში ტიმოშენკოს გერმანიაში გაშვებაზე, პროკურატურაში
კი მის ციხეში გამოკეტვაზე ფიქრობენ.
უკრაინის მმართველი რეგიონების პარტიაში უკვე მსჯელობენ, როგორ გაგზავნონ
იულია ტიმოშენკო გერმანიაში სამკურნალოდ. პარტიის წევრის იური ბოლდირევის თქმით,
„ის შეიძლება იქიდან აღარც დავაბრუნოთ“. დეპუტატი ამბობს, რომ საჭიროა უკრაინის
ექს-პრემიერის ციხიდან გაყვანის გზა მოინახოს.
უკრაინის გენერალურ პროკურატურაში კი ამბობენ, რომ ტიმოშენკოს კიდევ 4 სისხლის
სამართლის საქმეს დაუმატებენ. გენერალური პროკურორის ვიქტორ პშონკას თქმით,
პროკურატურა ცდილობს დაადასტუროს ტიმოშენკოს კავშირი შეკვეთილ მკვლელობებთან.
Internet.ge