შატოისკის რაიონის ხარსენოის დასახლებულ პუნქტთან
აღმოჩენილია ნახევარი ტონის სიმძიმის საავიაციო ბომბი ОДАБ-500ПМ - იუწყება „იტარ-ტასი“.
ბომბი ადგილობრივმა მოსახლეობამ იპოვა. სავარაუდოდ, ის
ჩეჩნეთში ომის პერიოდიდან დარჩა, არ აფეთქდა და გრუნტში შევიდა, თუმცა ოდნავ
ზემოქმედებასაც კი, შესაძლოა, მისი
აფქეთქება გამოეწვია.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინიტრომ ბომბი მიწიდან სპეციალური მოწყობილობებით ამოიღო და
გააუვნებელყო.
ბოლო კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა
ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროინდელ ბომბებს პოულობენ. 28 მაისს
ვედენსკის რაიონში 500-კილოგრამიანი ფუგასური ФАБ-500 აღმოაჩინეს.
Internet.ge