ბავშვთა დაცვის დღე მანდატურებმა სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებთან ერთად გაატარეს
მანდატურები
და სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო
დღეს უკვე მეორე წელია ერთად აღნიშნავენ. სამტრედიის სკოლა-პანსიონის
მოზარდები და მანდატურები დღეს, სათაფლიის მღვიმეს ესტუმრნენ.
სტუმრებმა სათაფლიის ნაკრძალი,
დინოზავრის ნაკვალევი და მღვიმე დაათვალიერეს. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს
სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცათ.
სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონში 11-დან
16 წლამდე ასაკის 20 მოსწავლე ცხოვრობს. სკოლა-პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი
განაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის.
Internet.ge