პარლამენტის
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გოკა გაბაშვილის
მტკიცებით, სპეციალური სერიის ატესტატების გაცემა მომავალშიც
მოხდება.
როგორც
ჟურნალისტებს გაბაშვილმა განუცხადა, სპეციალური სერიის ატესტატებით გამონაკლისი, ეთნიკური უმცირესობებისთვის დაიშვა.
რაც შეეხება იმ 14 მოსწავლეს,
რომელთაც ამ სერიის დოკუმენტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს,
გაბაშვილი ამბობს, რომ ეთნიკურ ქართველებზე, ასეთი დოკუმენტების გაცემა იმ მიზეზით მოხდა, რომ მათი სასკოლო გამოცდები და უცხოეთში უმაღლეს სასაწვლებელში ჩასაბარებელი გამოცდები, ერთმანეთს ემთხვეოდა.
„მაია მიმინოშვილის ბრალდება „ყალბ ატესტატებთან“ დაკავშირებით, აბსურდია“, –
დასძინა მან.
ამას გარდა, გაბაშვილი
გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, სპეციალური სერიის დოკუმენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაჩიძის შვილმა აიღო.
„საერთოდ, არ ვიცი ხაჩიძეს ამხელა შვილი თუ ჰყავს“, - დასძინა მან.
Internet.ge