დღეს, სპორტ კომპლექს ლაგუნა ვერეზე, ზუკას თასის მორიგი გათამაშება იწყება. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი ეროვნული ნაკრების წყალბურთელები, ასევე ვეტერანი და რუსული საკლუბო ნაკრების წევრები.
ტურნირის ჩატარების ძირითადი მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა წყალბურთელის, ზურაბ სახელაშვილის სახელის დამკვიდრება საწყალოსნო სპორტის ამ სახეობაში. ტურნირი ასევე მიზანდ ისახავს წყალბურთის პოპულარიზაციასა და ინტერესის გაღვივებას ახალგაზრდა თაობებში.
ტურნირის ფინალური შეხვედრა 3 ივნისს გაიმართება.
Internet.ge