GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სუ იონ ლი მაგიდის ჩოგბურთში მასტერ-კლასს გამართავს
08:59 02.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისს კორეის მაგიდის ჩოგბურთის ნაკრების წევრი - სუ იონ ლი სტუმრობს.

სუ იონ ლიი, დღეს 13:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეგიდით, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნულ  ფედერაციასთან, სპორტულ კომპლექს „არენას" საჩოგბურთო დარბაზში საჩვენებელ თამაშს გამართავს.

შეხვედრას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილთან ერთად, სკოლის მოსწავლეებიც დაესწრებიან.

სპორტსმენის ვიზიტის ძირითადი მიზანია ახალგაზრდების მაგიდის ჩოგბურთში, როგორც სპორტის სახეობაში, ჩართვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა.

მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ვარსკვლავი - სუ იონ ლიი დამსახურებულად ითვლება თანამედროვე სპორტის ახალ სახედ. თამაშის სრულყოფილი ტექნიკისა და ელეგანტური სტილის წყალობით მან სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარული გახადა როგორც კორეაში, ისე მისი ფარგლების გარეთ.

სუ იონ ლიი 2010 წლიდან კორეის მაგიდის ჩოგბურთის ტურნირებზე პირველი ადგილის მფლობელია; გარდა ამისა, ის ჩართულია 20-ზე მეტ საქველმოქმედო კამპანიაში, რომლებიც ხელს უწყობს ფიზიკურ განვითარებასა და განათლებას.

„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი მიზანი  ახალგაზრდობის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევის დაძლევაა. ჯანსაღი ცხოვრება, როგორც საყოველთაო მოძრაობა, სკოლიდან იწყება; აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მაგიდის ჩოგბურთისადმი ინტერესი მსოფლიო მნიშვნელობის სპორტსმენთან ერთად გაგვეღვივებინა.

დღევანდელი საჩვენებელი მატჩი არის დასაწყისი ერთიანი სპორტული კამპანიისა, რომელიც სხვადასხვა სექტორის ძალისხმევით განხორციელდება. კამპანიის ძირითადი მიმართულება სკოლის ფარგლებში სპორტული სექტორების გაძლიერებაა, ხოლო მისი ძირითადი მიზანია კოორდინირებული ღონისძიებების შემუშავება ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისათვის"  - აცხადებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი -  ვლადიმერ ვარძელაშვილი.

„საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანა ჩანს. დარწმუნებული ვარ, სამინისტროს მიერ წამოწყებული კამპანია, რომელიც სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდების მეტ ჩართულობას გულისხმობს, განსაკუთებულ შედეგს მოგვიტანს. მინდა აღვნიშნო, რომ სამოყვარულო სპორტის დონეზე მაგიდის ჩოგბურთი ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული სპორტის სახეობაა მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, იმედს ვიტოვებ, რომ ამ პროექტის ფარგლებში მაგიდის ჩოგბურთის „ვარსკვლავებსაც" აღმოვაჩენთ" - განაცხადა  სუ იონ ლიმ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისის პარლამენტის შენობის საკითხს ახლადდანიშნიული მინისტრები სწავლობენ1
დიმიტრი შაშკინმა წარჩინებული სამხედროები დააჯილდოვა2
ლონდონში Wembley-ის სტადიონის გასაღები დაიკარგა3
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა გაფართოვდა4
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X