GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ფანჯიკიძე: “ქართული ფეხბურთის ქომაგი“ „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში არ არის
13:32 02.06.2012
დღის სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, “ქართული ფეხბურთის ქომაგი“, რომლის საბანკო ანგარიშებს დღეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ყადაღა დაადო, „ქართულ ოცნებასთან“ არანაირ კავშირში არ არის.

ამის შესახებ განცხადება, ფანჯიკიძემ „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას გააკეთა.

ფანჯიკიძის თქმით, მას სპორტული ფონდის შესახებ არაფერი სმენია და მისი არსებობაც კი არ იცის.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, კანონის საფუძველზე აიპ “ქართული ფეხბურთის ქომაგი“-ს საბანკო ანგარიშებს, ყადაღა დაადო.

მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, „ქართული ფეხბურთის ქომაგის“ ანგარიშებზე სხვადასხვა წყაროებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესრულებულია გადარიცხვები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რეგულაციებთან.

„2012 წლის 30 მაისს დაარსდა აიპ “ქართული ფეხბურთის ქომაგი“. დაფუძნებისთანავე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჯარო განცხადებები გააკეთეს საქველმოქმედო ფონდ „ქომაგი 2“-ის შექმნის შესახებ და მოახდინეს ასოცირება აიპ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფონდი ქომაგთან“, რომლიც ამავდროულად პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთან“ კავშირში მყოფ იურიდიულ პირს წარმოადგენს და მიზნად ისახავს ამომრჩეველთა მატერიალური დაინტერესებით, აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობას. ფინანსური მონიტორინგის სამსახური აღნიშნავს, რომ მსგავსი ორგანიზაციების დაფუძნება და საქმიანობა მიზნად ისახავს ამომრჩევლებზე ზემოქმედებას მათი მატერიალური დაინტერესების გზით, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს“,- ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მექსიკურმა ტელეკომპანიამ მფრინავი თეფშის ვულკანში ვარდნის კადრები გადაიღო (VIDEO)1
მაია ფანჯიკიძე ჩეხეთის ელჩს შეხვდა2
საკანონმდებლო ორგანოსთან დაკავშირებულ საკითხებს აუდიტორები შეისწავლიან3
საგზაო დეპარტამენტს ზაქარია ხუნწარიშვილი უხელმძღვანელებს4
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ბიუჯეტი სავსეა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X