საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, 80 დეპუტატის ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა.
აღნიშნულის შესახებ კი, კომიტეტმა ბიუროს დღეს აცნობა.
საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან.
კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციით, პარლამენტის წევრად 25 წლის ასაკიდან აირჩევიან.
ამ ცვლილებების განსახილველად, პარლამენტმა, დღეს საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია უნდა შექმნას.
internet.ge