GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში უსამართლოდ მაღალი ტარიფებია
15:36 04.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში არსებული ტარიფებით უკმაყოფილოა.

როგორც დღეს, კოპიტნარში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოში ახალი ავიაკომპანია შემოდის, რომლის საშუალებითაც თბილისიდან კიევში ჩასვლა 22 ევროდ იქნება შესაძლებელი.

ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, ხალხის ხარჯზე სხვადასხვა ავიაკომპანია საქმეს იკეთებს და მოსახლეობას ყვლეფს.

„დღესდღეობით თბილისის აეროპორტში ხალხს ყვლეფენ, ასევე უსამართლოდ მაღალი ტარიფებია ბათუმის აეროპორტშიც. ეგონათ, რომ 37 მანეთად ფრენა მხოლოდ ძველ დროში იყო შესაძლებელი. ახლა თავისუფალი ქვეყნიდან შესაძლებელი იქნება ევროპაში 37 ევროდ გამგზავრება და არა 230 ევროდ, როგორც ეს თბილისის აეროპორტშია“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, ქუთაისში ახალი კომპანიის შემოსვლით, შესაძლებელი გახდა კიევში 22 ევროდ გამგზავრება. „22 ევროდ ტაქსი არ ჩამოგიყვანს ხაშურიდან ქუთაისში, ახლა კი ამ ფასად ევროპაში წასვლაა შესაძლებელი“,- დასძინა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია „Wizz Air“-სა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „Wizz Air“-ის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან გაზრდის ქუთაისის, როგორც რეგიონის საკვანძო აეროპორტის მნიშვნელობას. პრეზიდენტის თქმით, „Wizz Air“-ის ქართულ ბაზარზე გამოჩენა ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და იმერეთის რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ავიაკომპანია „Wizz Air“ მგზავრების გადაყვანას 27 სექტემბრიდან დაიწყებს და რეისი თბილისი - კიევი 22 ევრო ეღირება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსმა ოკუპანტებმა ადმინისტრაციულ საზღვარზე ქართველი ბავშვები არ გაატარეს1
ვანო მერაბიშვილის მოწონების მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა2
ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის ბრალი შესაძლოა დავით ჯოხაძესაც წაუყენონ3
ფოტორეპორტაჟი: სტიქიის ზონაში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება4
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X