თბილისის მობილური აპლიკაცია - "Tbilisi. Loves you" ამოქმედდება
IOS და Android სისტემის მქონე ტელეფონების
მფლობელებისათვის თბილისის მობილური აპლიკაცია – “Tbilisi. Loves you”
ამოქმედდება. აღნიშნული პროგრამა მომხმარებლისავის გზამკლევის ფუნქციას შეასრულებს.
“Tbilisi. Loves you” აპლიკაცია მოიცავს ტურისტული ღირშესანიშნაობების, საზღვრებისა და განთავსების ადგილების შესახებ ინფორმაციას.
„აპლიკაციის
მომხმარებელს
შეუძლია შემოთავაზებული ნუსხიდან ადვილად მოძებნოს მისთვის საინტერესო
ობიექტი და მიიღოს ინფორმაცია საკონტაქტო მოცემების შესახებ, იხილოს მისი ზუსტი ადგილმდებარეობა
რუკაზე, მარშრუტი აღნიშნულ ობიექტამდე, შეაფასოს ეს ობიექტი, მიანიჭოს რეიტინგი,
ასევე იხილოს სხვა მომხმარებლის მიერ გაკეთებული შეფასებები,“ –
ნათქვამია თბილისის მერიის ოფიციალურ
ვებგვერდზე.
აღნიშნული პროგრამის საშუალებით ასევე შესაძლებლია სასურველი
ობიქტის
მონივშნა და გაზიარება სხვადასხვა სოციალურ ქსელში.
Internet.ge