ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატი უხეშობისთვის დაჯარიმდა
14:04 05.06.2012
|
დღის სიახლეები
|
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დავით რუსიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ მაგრაქველიძე მოსამართლემ უხეშობისთვის 200 ლარით დააჯარიმა.
რუსიშვილის ადვოკატები დღეს განსაკუთრებით აქტიურობენ. რუსიშვილის დამცველმა ნიკოლაიშვილმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა ჟურნალისტებისთვის პროცესის გაშუქება აეკრძალათ, რითაც ფაქტობრივად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მოითხოვა. მოგვიანებით კი მაგრაქველიძემ შიდაგანაწესი დაარღვია, რისთვისაც კანონით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|