GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კალაძე “ქართული ოცნების” აქტივისტებთან ერთად სამტრედიის ქუჩებში სეირნობს
16:36 05.06.2012
დღის სიახლეები

ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე სამტრედიაში იმყოფება, სადაც ის „ქართული ოცნების“ მაისურში გადაცმულ რამდენიმე აქტივისტთან ერთად მშობლიური ქალაქის ქუჩებში გადაადგილდება.  ადგილზე მომუშავე „პრესა.ჯი“-ს ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არის თუ არა ეს კალაძის მხრიდან ერთგვარი სააგიტაციო მსვლელობა, რაზეც ფეხბურთელმა უპასუხა, რომ ის მსვლელობას არ აწყობს, უბრალოდ სამტრედიის ქუჩებში დადის.

„ეს არ არის მსვლელობა, უბრალოდ ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად დავდივარ მშობლიური ქალაქის ქუჩებში, ძალიან დიდი ხანია სამტრედიაში რა ვყოფილვარ და მომენატრა ეს ქალაქი“,- განაცხადა კალაძემ.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ის სამტრედიის საფეხბურთო გუნდის ყიდვას კალაძემ განაცხადა, რომ ყველაფერი მას  შემდეგ გაირკვევა, რაც საპარალმენტო არჩევნები ჩატარდება.

„ვიცი, რომ ვიღაც-ვიღაცეები დაინტერესებულინი არიან ამ გუნდის საქმიანობით, მაგრამ ოქტომბრამდე ვერაფერს გეტყვით. არჩევნების შემდეგ გაირკვევა ვიყიდი თუ არა გუნდს, თუმცა დაინტერესება მაქვს“,- განაცხადა ფეხბურთელმა.

კახი კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არ უპასუხა. როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, მან ამ თემაზე კომენტარი უკვე გააკეთა და არ აპირებს მილანში ჩასვლას.

კალაძისა და რამდენიმე თანამოქალაქის სამტრედიის ქუჩებში გადაადგილება ამ წუთებშიც გრძელდება. ყოფილ ფეხბურთელს თან ახლავს „ქართული ოცნების“ მაისურში ჩაცმული 10-მდე თანამოქალაქე. აღსანიშნავია, რომ კალაძის სამტრედიაში ვიზიტს მხოლოდ ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ და საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“ აშუქებს.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს1
რუსებმა აფხაზურ მანდარინს „იმიჯი შეულახეს“2
სირიაში დააკავეს ადამიანი, რომელმაც ძალოვანი მინისტრები დახოცა3
საგარეო უწყება თბილისში დაგეგმილ ამბასადორიალზე განცახდებას აქვეყნებს4
ოსი ექსპერტი: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო გეგმა ბესლანის ტერაქტის შემდეგ შეიქმნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X