ოპოზიციონერი დეპუტატის, პეტრე მამრაძის შეფასებით, ის, რომ საქართველოში, წვრილი კორუფცია აღარ არის, არ ნიშნავს, რომ ელიტური კორუფცია მოისპო, რადგან ავტორიტარული რეჟიმები სწორედ, პოლიტიკური და ეკონომიკური მონოპოლიების შექმნით გამოირჩევიან.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მამრაძემ განაცხადა, ელიტური კორუფციაა, როდესაც მედიის თუ ცალკეული პირების მიერ, ხელისუფლების წარმომადგენლების კანონდარღვევის ამსახველ მასალებზე, გამოძიება არც კი იწყება.
“ელიტური კორუფციის შედეგია ისიც, რომ მთელი რიგი საერთაშორისო ორგანზიაციები, ღიად აცხადებენ, რომ საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმცია არ არსებობს. ამასთან, ადამიანები მზად არიან ყველაფერი დაიბრალონ, რათა მძიმე მდგმარეობიდან თავისდაღწევა შეძლონ”, - დასძინა მან.
internet.ge