დღეს, Google სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც Google Maps-ის ახალ
შესაძლებლობებზე ისაუბრებს. პრეზენტაციაზე ინტერნეტ-გიგანტი სამგანზომილებიანი ფოტოგრაფიული სერვისის წარმოდგენას გეგმავს.
ღონისძიებას Google
Maps-ისა და Google Earth-ის ვიცე-პრეზიდენტი ბრაიან მაკლენდონი წაიყვანს. ამის შესახებ ტექნობლოგი BGR წერს.
ცნობილია, რომ იმავე ქალაქში, 11-15 ივნისს, კონფერენციას მართავს Apple-ც.
მოსალოდნელია, რომ ამ კონფერენციაზე კომპანიის წარმომადგენლები Google Maps-ის შემცვლელ საკუთარ რუკას
წარადგენენ, რომელიც ასევე
3D ფორმატში იქნება.
internet.ge