თბილისი საერთაშორისო ახალგაზრდულ "Kavkaz Jazz" ფესტივალს უმასპინძლებს.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და
გერმანიიდან.
„Kavkaz Jazz" ფესტივალი საგანმანათლებლო ხასიათისაა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ჟაზის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა
შემსრულებლების აღმოჩენას.
"Kavkaz Jazz" ფესტივალი, 19:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში ფოტოგამოფენით – „გერმანული ჯაზი“
გაიხსნება და 9 ივნისამდე გაგრძელდება.
„Kavkaz Jazz Festival“ –ს
თბილისი უკვე მესამედ მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და
ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
Internet.ge