GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ტარყაშვილის მკვლელობის საქმის განხილვას აგრძელებს
10:44 06.06.2012
დღის სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განახლდა. 23 წლის ზურა ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა, მესამე საქმეა, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

ზურა ტარყაშვილი გასული წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოკლეს. რამდენიმე შეიარაღებული პირი, რომელსაც მისი მოკვლა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, ტარყაშვილს ლაღიძის ქუჩაზე აედევნა. მას 11 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მათ შორის ორი საკონტროლო გასროლა იყო. 

ამ დროისთვის მკვლელობის მუხლით ბრალი წაყენებული მხოლოდ სამ პირს აქვს: ივერი გოგბერაშვილს, ირაკლი აგლაძესა და დავით რუსიშვილს.

დავით რუსიშვილი პოლიციამ მკვლელობის მესამე დღეს დააკავა, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და დეტალურად აღწერა თუ როგორ უთვალთვალებდა ზურას, როგორ დაგეგმეს და განახორციელეს მკვლელობა, თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და სწორედ ამიტომ წარსდგა ნაფიც მსაჯულთა წინაშე. 

რუსიშვილმა უნდა შეძლოს 12 ნაფიცი მსაჯულის დარწმუნება, რომ დანაშაული, რომელზეც ის მკვლელობიდან მესამე დღეს საუბრობდა, თავად არ ჩაუდენია. მისი ადვოკატი ალაპარაკდა მკვლელობაში მონაწილე სხვა პირზეც. რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ დანაშაულის დაფარვაში ედება ბრალი და მიმალვაში იმყოფება. 

პროცესზე უკვე დაიკითხა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოწმე, რომლებიც ბრალდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ რუსიშვილი მკვლელობის დღეს რუსთაველზე არ იმყოფებოდა, ჩვენებებით აბათილებენ. ასევე გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულება - რუსიშვილისა და გოგბერაშვილის სატელეფონო საუბრების ამონაწერი, რომლითაც დასტურდება რომ მკვლელობის დღეს რუსიშვილსა და გოგბერაშვილს შორის სატელეფონო საუბარი 11-ჯერ შედგა, პირველი ზარი დილით განხორციელდა, უკანასკნელი კი მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე. 

internet.ge    
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსთავის მე-16 საპყრობილესთან აქცია გრძელდება1
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიმართვა2
მიხეილ სააკაშვილი: ვინც ახლა ოპოზიციაშია, შესაძლოა, კვლავ ხელისუფლებაში მოვიდეს (VIDEO)3
საქართველო მსოფლიოს უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას მასპინძლობს4
აჭარის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X